Search This Blog

Friday, June 8, 2012

მაქსველ-ფარადეის განტოლება

ფარადეის კანონის დიფერენციალურ ფორმას, რომელსაც ხშირად მაქსველ-ფარადეის განტოლებას უწოდებენ აქვს სახე:


სადაც:
\nabla\times არის როტორი
E არის ელექტრული ველის დაძაბულობა
B არის მაგნიტური ველის ინდუქცია
მაქსველ-ფარადეის განტოლება წარმოადგენს მაქსველის განტოლებებიდან ერთ-ერთს

ფარადეის ინდუქციის კანონი


ფიზიკაში ფარადეის ინდუქციის კანონი არის ელექტროდინამიკის საბაზისო კანონი, რომელიც განსაზღვრავს კავშირს ცვლად მაგნიტურ ველსა და მის მიერ გენერირებულ ელექტრულ ველს შორის. ფარადეის კანონის მიხედვით:
რაიმე ჩაკეტილ კონტურში გენერირებული ელექტრომამოძრავებელი ძალა ტოლია ამ კონტურის გამჭოლი მაგნიტური ნაკადის ცვლილების სისწრაფისა.

ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს მაიკლ ფარადეიმ და ჯოზეფ ჰენრიმ 1831 წელს, თუმცა ფარადეი იყო პირველი, რომელმაც მისი ექსპერიმენტების შედეგები გამოაქვეყნა განავრცო რა ფარადეის შრომები, ჯეიმს კლერკ მაქსველმა ეს კანონი რაოდენობრივას შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:

სადაც:
|\mathcal{E}| არის ელექტრომამოძრავებელი ძალა ვოლტებში
ΦB არის მაგნიტური ნაკადი რომელიც განჭოლავს კონტურს ვებერებში.