Search This Blog

Sunday, November 20, 2011

კომპიუტერული ქსელები


ადამანებს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს
მათ ცხოვრებაში. მათ სჭირდებათ მიიღონ ინფორმაცია
ერთმანეთზე, ახალ ამბებზე, ამინდზე, ფინანსურ მაჩვენებლებზე
და ა.შ. ინფორმაციის მიღების და გადაცემის მეთოდები
იცველებოდა და ვითარდებოდა წლების განმავლობაში.
ინფორმაციულ საუკუნეში რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ
ინფორმაციის დროული მიღება და ფლობა უდიდესად
მნიშვნელოვანია. ამიტომ ინფორმაციის მიღებასა და გადაცემაში
კომპიუტერული ქსელი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
კომპიუტერული ქსელი ეხმარება ადამიანებს უსწარაფესად
გადასცენ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.

მსოფლიოში მონაცემების გადაცემა გახდა კომპიუტერული
სისტემების ფუნდამენტური ნაწილი. კომპიუტერული ტექნო-

ლოგიების სწრაფმა განვითარებამ მოითხოვა კომპიუტერული
სისტემების საიმედო, სწრაფი და დაცული კავშირების
უზრუნველყოფა. ამიტომ კომპიუტერული ქსელების დაპრო-
ექტების, აგების და მართვის სისტემები მნიშვნელოვან როლს
თამაშობს თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.
სახელმღვანელოს პირველ ნაწილში განხილული იქნება
კომპიუტერული ქსელების აგების პრინციპები, კერძოდ
კოპიუტერულ ქსელების ტიპები, ტოპოლოგიები, ტექნოლოგიები,
ქსელური პროტოკოლები, ადრესაცია.




No comments:

Post a Comment