რეზონატორების სიზუსტე ჩვეულებრივ ნომინალური სიხშირის მემილიონედ ნაწილებში ითვლება (parts per million, ppm). «ჩვენ გამოვუშვით 100 ppm CMOS-რეზონატორი, რაც კრისტალური რეზონატორებისადმი კონკურენტუნარიანს გვხდის» – აღნიშნა მაიკლ მაკკორკვოდეილმა (Michael McCorquodale), კომპანიის Mobius Microsystems დამფუძნებელმა, რომელმაც CMOS-რეზონატორების ტექნოლოგია გამოიგონა, რომელიც მომავალში IDT-მ შეიძინა. ახალ კომპანიაში მან მიმართულების Silicon Frequency Control (SFC) მთავარი მმართველის თანამდებობა დაიკავა. «მხოლოდ უკანასკნელი კვარტალის განმავლობაში ჩვენ 3,2 მლნ მოწყობილობა გადავტვირთეთ» – ამბობს იგი.
CMOS-რეზონატორი (ზევიდან), მიერთებული ASIC-ჩიპთან
IDT გვპირდება, რომ 2011 წლისთვის 50 ppm სიზუსტის CMOS-რეზონატორებს გამოუშვებს, მაგრამ მიმდინარე 100 ppm მოდელისადმიც IDT3C02 შესამჩნევია ინტერესი OEM-მწარმოებელთა შორის. სიახლემ გადაწყვეტების ფართო სპექტრში უკვე შეცვალა კვარცული კრისტალები. IDT ამტიკიცებს, რომ მისმა CMOS-რეზონატორებმა გამოყენება ჰპოვეს სქემებში Gigabit Ethernet, Display Port, PCI-Express, SIM-კარტებში, სმართკარტებში და ა.შ. მოწყობილობის მიმდინარე ვერსიის ზომებია 5 х 3,2 х 0,9 მმ, ხოლო მომდევნოს – 50 ppm სიზუსტით შემცირებას IDT, 2,5 х 2 х 0,9 მმ-მდე გეგმავს. მწარმოებელი შემკვეთებს რეზონატორებს უშუალოდ დაუჭრელი დგარებით აწვდის, მათ კი მისი ჩართვა საკუთარი ჩიპების შემადგენლობაში დგარების სტეკირების დახმარებით შეუძლიათ, ან საერთო კონსტრუქციებში გვერდი-გვერდ ჩარჩოებში განლაგებით.
IDT აღნიშნავს, რომ CMOS-რეზონატორებს მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია იგივე ფუნქციების მქონე მოწყობილობათა სხვა ტიპებთან შედარებით, ნაკლები ღირებულების, ნაკლები რაოდენობით ელექტროენერგიის მოხმარების და მკვებავი ძაბვის ფართო დიაპაზონში (1,8-დან 3,3 В-მდე) მუშაობის შესაძლებლობის ჩათვლით. კომპანიას უკვე აქვს 35 უკვე მიღებული და გაფორმებადი პატენტი სხვადასხვა ტექნოლოგიასა და გადაწყვეტაზე, რომლებიც ახალი ტიპის რეზონატორებს განეკუთვნება.
No comments:
Post a Comment