მოლეკულურ-კინეტიკურ თეორიას ეფუძნება ატომებისა და მოლეკულების მოძრაობის ურთიერთკავშირი მატერიის მაკროსკოპულ თვისებებთან - ტემპერატურასა და წნევასთან. ამ თეორიის თანახმად, აირის წნევა გამოწვეულია ჭურჭლის კედლებზე აირის მოლეკულების დრეკადი დაჯახებით, ტემპერატურა კი - მოლეკულების მოძრაობის სიჩქარით (უფრო ზუსტად, კინეტიკური ენერგიით), რაც უფრო სწრაფად მოძრაობენ მოლეკულები, მით მაღალია ტემპერატურა.
მუდმივას, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს მიკროსამყაროს მახასიათებლებს მაკროსამყაროს მახასიათებლებთან - კერძოდ, თერმომეტრის ჩვენებასთან, ეწოდა გამოჩენილი ავსტრიელი ფიზიკოსის, აირის მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის დამფუძნებლის ლუდვიგ ედვარდ ბოლცმანის (Ludwig Eduard Boltzmann, 1844 - 1906) სახელი.
1/2 mv2 = kT
სადაც m და v შესაბამისად აირის მოლეკულების მასა და მოძრაობის საშუალო სიჩქარეა, T - ტემპერატურა (კელვინის აბსოლუტური სკალით), k კი - ბოლცმანის მუდმივა. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მისი ექსპერიმენტული მნიშვნელობა ტოლია:
k = (1,380 622 ± 0,000044) × 10–23 ჯ/К.
ან სხვა ერთეულებში:
k = 8,617 343(15)×10−5 ევ/К და k =1,3807×10−16 ერგ/К
ფიზიკის ნაწილს, რომელიც სწავლობს მიკრო და მაკროსამყაროს მოვლენებს შორის კავშირებს, ეწოდება სტატისტიკური მექანიკა. მასში იშვიათად მოიძებნება ფორმულა ან განტოლება, რომელშიც არ ფიგურირებს ბოლცმანის მუდმივა.
სხვა მუდმივებთან კავშირი:
ავოგადროს რიცხვისა და ბოლცმანის მუდმივების ნამრავლით გამოისახება აირის უნივერსალური მუდმივა: R=kNA
No comments:
Post a Comment