სინათლის სიჩქარე - ეს არის ელექტრომაგნიტური ტალღების ვაკუუმში გავრცელების სიჩქარის აბსოლუტური მნიშვნელობა. ფიზიკაში იგი აღინიშნება ლათინური c ასოთი. სინათლის სიჩქარე ვაკუუმში არ არის დამოკიდებული ათვლის ინერციული სისტემის არჩევაზე. იგი არის ფუნდამენტალური მუდმივა - სიდიდე, რომლითაც ხასიათდება არა მხოლოდ ცალკეული სხეულები, არამედ მთლიანად დროისა და სამყაროს თვისებები.
სინათლის სიჩქარე აბსოლუტური სიდიდეა. ეს არის ფარდობითობის სპეციალური თეორიის ძირითადი დებულება.
სინათლის სიჩქარის ზუსტ მნიშვნელობად მიიჩნევა c = 299 792 458 მ/წმ , ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ 1983 წელს მეტრის ეტალონად მიიღეს მანძილი, რომელსაც სინათლე გადის 1/299 792 458 წამში.
ბუნებაში სინათლის სიჩქარით ვრცელდება:- თვით ხილული სინათლე;
- ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვა სახეები (რადიოტალღები, რენტგენის სხივები და სხვა).
სინათლის სიჩქარის გაზომვამ სინათლის ბუნების შესწავლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
No comments:
Post a Comment