Search This Blog

Thursday, December 29, 2011

ატომური ბირთვისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა

რეზერფორდის მიერ ატომის ბითვის აღმოჩენას წინ უსწრებდა რადიოაქტივობის, მძიმე ატომების რადიოაქტიური გარდაქმნები(ჰ.ბეკერელი (Н. Becquerel), პიერ და მარია კიურები (Р. და М. Curi)], ასევე იზოტოპების [ფ.სოდდი (F. Soddy)] აღმოჩენა. 1932 წელს ჯ.ჩედვიკის (J. Chad-wick) მიერნეიტრონის აღმოჩენამ განაპირობა ბითვის თანამედროვე პროტონულ-ნეიტრონული მოდელის შექმნა (ჰეიზენბერგი, დ. ივანენკო). 1934 წელს ფრედერიკ და ირენ ჟოლიო-კიურიმ (F.Joliot-Curi , I. Joliot-Curi) აღმოაჩინეს ხელოვნური რადიაქტივობა. დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებლების შექმნამ ხელი შეუწყო სხვადასხვა ბირთვული რეაქციის შესწავლას. ამ ეტაპის ფიზიკაში უმნიშვნელოვანეს შედეგს წარმოადგენდა ბირთვის გაყოფის აღმოჩენა და ბირთვული ენერგიის გამონთავისუფლების შესაძლებლობა. ატომ-ბირთვის ფიზიკის განვითარებასთან ერთდროულად სწრაფი განვითარება დაიწყო ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკამაც.

No comments:

Post a Comment