ავოგადროს რიცხვი არის ფიზიკური მუდმივა, რომელიც რიცხობრივად ტოლია იმ ნაწილაკთა (მოლეკულების, ატომების, იონების) რაოდენობისა, რომელსაც შეიცავს ერთი მოლი ნებისმიერი ნივთიერება, ანუ ავოგადროს რიცხვი არის ატომების რაოდენობა 12 გრამ ნახშირბად-12-ის სუფთა იზოტოპში.
ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური მუდმივა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ისეთი სიდიდეების განსაზღვრა, როგორიცაა ატომებისა და მოლეკულების მასა.
ავოგადროს რიცხვი აღინიშნება NA -ით და CODATA (Committee on Data for Science and Technology) - მეცნიერებისა და ტექნიკისთვის საჭირო მონაცემების კომიტეტის 2006 წლის მონაცემებით ტოლია:
NA = 6,022 141 79(30)×1023 მოლი-1
სიდიდეს ეწოდა გამოჩენილი იტალიელი ფიზიკოსისა და ქიმიკოსის, ტურინის პროფესორის ამადეო ავოგადროს (Lorenzo Romano Amedeo Carlo Avogadro, 1776—1856) სახელი. მან ატომური თეორიის გარიჟრაჟზე (1811 წელს) წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ერთნაირი ტემპერატურისა და წნევის სხვადასხვა მოცულობის იდეალური აირი შეიცავს მოლეკულების ერთსა და იმავე რაოდენობას.
თვითონ ავოგადროს არ შეუფასებია მოცემულ მოცულობაში მოლეკულების რიცხვი, მაგრამ იცოდა, რომ ეს იყო ძალიან დიდი რიცხვი.
ავოგადროს რიცხვის გამოთვლა საკმაოდ რთული ამოცანა იყო.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა მეცნიერმა ჟან პერენმა (1870–1942), წამოაყენა ავოგადროს რიცხვის გამოთვლის რამდენიმე მეთოდი და ყველა მათგანმა ერთნაირი შედეგი აჩვენა. ყველაზე ცნობილი მეთოდი ეფუძნება ბროუნის მოძრაობის რაოდენობრივ თეორიას, რომელიც შეიმუშავა აინშტაინმა.
ავოგადროს მუდმივას საშუალებით მიღებული იქნა ბევრი ნივთიერების ატომისა და მოლეკულის მასები.
სხვა მუდმივებთან კავშირი:
ავოგადროს რიცხვისა და ბოლცმანის მუდმივას ნამრავლით გამოისახება აირის უნივერსალური მუდმივა : R=kNA
ავოგადროს მუდმივას ნამრავლი ელემენტარულ ელექტრულ მუხტზე გვაძლევს ფარადეის მუდმივას: F=eNA
No comments:
Post a Comment